"მალე დასრულების მოლოდინი ნაადრევია"

2021-10-10 14:48:15

კაცობრიობა მალე გაივლის კოვიდთან ბრძოლის გზის 60 %-ს, თუმცა, წინ კიდევ შეიძლება შეგვხვდეს მოულოდნელი ბარიერები. ამიტომ, პანდემიის მალე დასრულების მოლოდინი ნაადრევია. ამის შესახებ შვეიცარიულ მედიაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჯანმო-ს მთავარმა მეცნიერ - თანამშრომელმა სუმია სვამინათანმა განაცხადა.

კითხვაზე, სად იმყოფება ამ დროისთვის კაცობრიობა, თუკი პანდემიას მარათონს შევადარებთ, მან განაცხადა:

„ვიმედოვნებ, რომ მალე გადავლახავთ მარშრუტის 60 %-ს. თუმცა, არ არის გამორიცხული, კიდევ ერთ სიმაღლეზე ასვლა მოგვიწიოს. ნაადრევი იქნება იმაზე საუბარი, რომ მალე გადავკვეთთ ფინიშის ხაზს. ეს ასე არ არის“, - განაცხადა სვამინათანმა.

მისი განმარტებით, წინ გველოდება ძალიან ბევრი უცნობი და მათ შორის, კორონავირუსის ახალი ვარიანტების მოულოდნელი გამოვლინებები.

ამ მიმართულებით, მან ყურადღება გაამახვილა მოსახლეობაში მნიშვნელოვან გარღვევაზე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

კერძოდ, მისი თქმით, მოსახლეობის 70-80% აიცრა, აფრიკაში კი, აცრის მაჩვენებელი არ აღწევს 4 %-საც კი.

„რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში შევეგუებით ამ ვითარებას, მით მეტია ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი“, - განაცხადა ჯანმოს მეცნიერთანამშრომელმა.