USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა, პიტერ ვებლერმა რუსთავში სამოქალაქო მოძრაობა "გავიგუდეთ"-ს აქტივისტებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის 1-ელი, ინფორმაციული ნაწილი რუსთავის დემოკრატიული ჩართულობი ცენტრში შედგა, სადაც აქტივისტებმა ვებლერს ქალაქში ეკოლოგიის კუთხით არსებული პრობლემები გააცნეს, შემდეგ კი სწარმოო ზონაში გადაინაცვლეს და იქ არსებული ვითარება მოინახულეს.
როგორც პიტერ ვებლერმა აღნიშნა, მოძრაობა "გავიგუდეთ" ძალიან მნიშვენელოვან საქმე აკეთებს როგორც რუსთავისთვის, ასევე ქვეყნისთვის.
"ჩვენ შევხვდით პარტნიორ ორგანიზაციებს. პირველი, სადაც შეხვედრა გაიმართა, ეს იყო რუსთავის სასამართლოს თავმჯდომარესთან. ასევე, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში, შევხვდით ცენტრის წარმომადგენლებს და იქ მოვიდნენ 15-18 წლის ახალგაზრდები, რომლებმაც ჩვენი პროგრამის ფარგლებში შეისწავლეს ინოვაციური უნარჩვევები, შეძლეს მიეღოთ გარკვეული რესურსები და დაეწყოთ სამეწარმეო საქმიანობა. ამ წუთებში ვიმყოფებით სამრეწველო ზონაში, ორგანიზაცია "გავიგუდეთ" ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ეს არის მოქალაქეებისგან შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნოს ქვეყანაში, არამარტო რუსთავში, არამედ მთელს საქართველოში. ძალიან რთული საკითხია ჰაერის თემა. თქვენთვის ცობილია, რომ ეს დაკავშირებულია სამუშაო ადგილებთან და შესაბამისად, რთულია ამ ყველაფრის მარტივად გადაჭრა, თუმცა, ამავე დროს, საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტები, რაც გულისხმობს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და თვითონ ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებასაც. შთაბეჭდილებების ქვვეშ ვარ იმით, რასაც აკეთებს თვითონ ეს მოძრაობა "გავიგუდეთ". ისინი მუშაობენ არა მარტო ქარხნებთან და მათ წარმომადგენლებთან, არამედ ხალხთანაც. მიხარია, რომ დღეს აქ ვიმყოფები იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სუფთა ენერგეტიკისა და სუფთა მრეწველობის წარმოება ქვეყანაში, სწორედ ამიტომ "გავიგუდეთ" ცდილობს, რომ ამ მიზნის მიღწევაში დაეხმაროს ქვეყანას", - აცახდებს პიტერ ვებელი.
როგორც "გავიგუდეთ"ს-ს აქტივისტმა, თიკო მაღედანმა აღნიშნა, საერთაშორისო მხარდაჭერა ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენთვის. მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა ამ პრობლემის მოგვარებაში, რადგან მხოლოდ ადგილობრივ დონზე საკმაოდ რთულია სათანადო ზეწოლა განვახორციელოთ ხელისუფლებაზე, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას იმიტომ, რომ როგორც იცით, უკვე შევიდა კანონი ძალაში და მას შემდგომ რეალურად სიტუაცია არ გაუმჯობესებულა სწარმოო ზონაში და იმისთვის, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს, მსგავსი აქტორების და ასეთი მისიის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აცხადებს თიკო მაღედანი.