რუსთავში აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებთ

2021-08-15 14:37:48

რუსთავში გერმანულ-ამერიკული წარმოების Pfizer-ის ვაქცინის წინასწარი რეგისტრაციის გარეშე გაკეთებას შეძლებთ.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კლინიკებში, სადაც ფაიზერის ვაქცინით აცრები მიმდინარეობს დღის განმავლობაში შესაძლებელია, რომ წინასწარი რეგისტრაციის გარეშე 30-35 ადამიანი აიცრას.

ცნობისთვის, ფაიზერით ვაქცინაცია კლინიკა "რუსთავში", მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრსა და ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მიმდინარეობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები