როდის დაასრულებს "ჯივიპი" მეგობრობის გამზირზე მუშაობას

2024-05-08 18:53:26

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე თითქმის ორი თვეა კომპანია "ჯივიპი" ახალი წყალმომარაგების ქსელის მოსაწყობ სამუშაოებს ატარებს.

აღნიშნული სამუშაოების გამო ამ პერიოდის განმავლობაში გზის ნაწილი გადაკეტილია.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთაველები დაუკავშირდნენ და სთხოვეს, გაერკვიათ როდის დაასრულებს კომპანია სამუშაოებს.

როგორც "ჯივიპის" წარმომადგენელმა მიხეილ ცირდავამ განგვიცხადა, მეგობრობის გამზირზე ახალი ქსელის მოწყობა მაისის ბოლოსთვის დასრულდება.

კომპანია ასევე მოაწესრიგებს დაზიანებულ გზის საფარსაც.