რუსთავში ახალგაზრდა მოკლეს [video]

2021-07-14 10:48:56

რუსთავში ახალგაზრდა მოკლეს [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თოდრიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცებს შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა.

ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ერთერთმა მამაკაცმა დანით ჭრილობები მიაყენა 2 მამაკაცს. 27 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 26 წლის მამაკაცი დაიჭრა, მისი გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" მოხერხდა.

დაჭრილი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.