რუსთავში მშენებარე ბინის კედელი ჩამოინგრა [video]

2021-07-04 00:15:50

რუსთავში, შარტავას გამზირზე ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსის კედელი ჩამოანგრია. [ვიდეო/video]

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველმა განუცხადა, შემთხვევა 2 ივლისს, დაახლოებით 20:30-ზე მოხდა.

"რაღაც დიდი რომ დაეცა გავიგე. გავიხედე, დავინახე, რომ კორპუსიდან ბლოკები ცვიოდა",- აცხადებს "ინფო რუსთავთან" საუბრისას თვითმხილველი.

კედლის ჩამონგრევის ფაქტს ადასტურებს კორპუსის მშენებელი კომპანია შპს "რუსთავი პლაზაც".

მათი განცხადებით, მშენებლობის პროცესი უსაფრთხოდ მიმდინარეობს, კედლის ნანგრევები მათსავე ტერიტორიაზე დაეცა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები