რუსთავში კოვიდ19-ზე 183 პედაგოგი გაიტესტა

2021-06-10 18:39:57

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 23 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 158 პირი შემოწმდა. გატესტილებს შორის 3 პედაგოგი იყო თუმცა ვირუსი არცერთს არ დადასტურებია.

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე 214 პირი შემოწმდა. მათ შორის 180 პედაგოგია. ლოლაძის თქმით, ვირუსი არცერთ მათგანს არ დადასტურებია

RUSTAVI