პარკში სექსის გამო დაჯარიმდებით

2021-09-05 00:38:05

პარკებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ქუჩაში სექსუალური ხასიათის ქცევა ისჯება.

კონკრეტულად კი სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, მიღებული წესების უპატივცემულობა, სექსი და ასევე ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

პირი რომელიც აღნიშნულ კანონს დაარღვევს ადმინისტრაციული წესით, 171 მუხლის მეორე ნაწილით, გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200 ლარამდე ოდენობით.