რუსთავის ცენტრალურ პარკში ესპანელი მოქანდაკის ამასიო გონსალესის მიერ შექმნილი სკულპტურა „ადამიანი ღამურა“ განთავსდა. სკულპტურა რუსთავის საერთაშორისო სომპოზიუმის ფარგლებში შეიქმნა და აგვისტოს ბოლომდე ქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე ნამუშევარი განთავსდება. სიმპოზიუმი 1 კვირის წინ, 11 ივლისს გაიხსნა.