რესტორნები, ბაზრობები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები...

2021-04-29 11:25:38

საქართველოს მთავრობის მიერ 4 -დან 14 მაისამდე გამოცხადებულ უქმე დღეებში მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და რესტორნები არ დაიხურება.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" მთავრობის მიერ კორონავირუსისთვის შექმნილ ცხელ ხაზზე (144) განუცხადეს.

მათი თქმით, ამ პერიოდში, კერძო სექტორისთვის დასვენებასთან დაკავშირებით იმპერატიული მოთხოვნა არ გაიცემა და მათ მხოლოდ რეკომანდაციებით მიემართებათ.

"კერძო სექტორისთვის არ არის მოთხოვნა იმპერატიული, საჯარო დაწესებულებები კი თავად განსაზღვრავენ, რომელი განყოფილებები იმუშავებენ. პირობითად, (სსიპ) 112 თავად განსაზღვრავს, რომ ქოლ ცენტრები იმუშავებენ და კადრები დისტანციურად გადავლენ. რაც შეეხება სკოლებს, განათლების სამინისტრო გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას. სამინისტროები გადაწყვეტენ თავად, რომელი სსიპ-ი იმუშავებს და რომელი არა", - აცხადებენ სამთავრობო ცხელ ხაზზე.

RUSTAVI