უცნაური ხმა რუსთავში [video]

2021-03-17 01:54:11

ერთ საათზე მეტია ძველი რუსთავის ქუჩებში უცნაური ხმა ისმის. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კოსტავასა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლები დაუკავშირდნენ და ხმაურთან დაკავშირებით დეტალების გარკვევა სთხოვეს.

ერთ-ერთი, რომელმაც უცნაური ხმა გაიგო, რუსთაველი ეკოაქტივისტი ნიკოლოზ მუსერიძეა, მისი განცხადებით ხმაური საწარმოო ზონიდან მოდის.

"ეს ხმა მოდის, დარწმუნებული ვარ თითქმის 100%-ით, საწარმოო ზონიდან და ვფიქრობ, რომ ეს არის CO-ს ბალონების საწარმო, რომელიც საწარმო ზონაში აქვს "ჯეო სთილს" და "რუსთავის აზოტს". სავარაუდოდ ეს ხმა, რომელიც ჩემი ტელეფონით გავზომე, დაახლოებით 92 დეციბელი იყო, რაც საკმაოდ დიდი ხმის დაბინძურებაა და ეს  სცდება ყველა ჩარჩოს. ჩვენ გვაქვს კანონი ხმაურთან დაკავშირებით და ეს აჭარბებს დაშვებულ ნორმას იმ დროისთვის, როდესაც ეს ხმა დაფიქსირდა. ეს ხმა პირველად მე დაახლოებით ღამის პირველის წუთებზე გავიგე, განმეორდა ორჯერ, ყოველ 10 წუთში ხდება. ახლა მიწყნარებულია, თუმცა ზაფხულში ეს ხმა უფრო ხშირად ისმის",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ნიკოლოზ მუსერიძემ.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI