კოვიდ19-ის ვაქცინა რუსთავშია [photo]

2021-03-14 11:48:42

რუსთავში კომპანია Astrazeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა შემოიტანეს.

ვაქცინის 1400 დოზა უკვე დაბინავებულია N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში და როგორ "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ეპიდემიოლოგმა გია მუმლაძემ განუცხადა, მათი განაწილება ასაცრელ პუნქტებში დღესვე მოხდება.

პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია მოხდება. მუმლაძის თქმით, რუსთავში 2000-მდე მედიკოსია და მათთვის აცრა ნებაყოფლობითი იქნება. თუმცა ეპიდემიოლოგი კოლეგებს მოუწოდებს, რომ კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთო და საზოგადოებას მისცენ მაგალითი.

შეგახსენებთ, რომ ამცრელი რუსთავში ამცრელი პუნქტები განთავსებულია N1 და N2 დიაგნოსტიკურ ცენტრებში. მედიკოსებს სპეციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ ონლაინ დარეგისტრირება, რის შემდეგაც მოხდება კონკრეტული დღის დაჯავშნა აცრისთვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 13 მარტს კორონავირუსის ასტრაზენეკას 43 200 დოზა შემოიტანეს და აცრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათს შორის რუსთავშიც, 15 მარტიდან დაიწყება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები