"მოძრავი თოვლის პაპა" [photo]

2021-03-09 00:44:36

"მოძრავი თოვლის პაპა" რუსთავში.

"ინფო რუსთავმა" სახალისო ფოტო კადრი დააფიქსირა.

XIV მიკრორაიონში, ავტომობილზე თოვლის პაპა არის დამაგრებული.

თოვლის პაპა ნაწილობრივ უკვე დადნა და ქართული ანიმაციური ფილმის პერსონაჟს, "თოვლის გუნდას" დაემსგავსა.

აღსანიშნავია რომ მძღოლმა თოვლის პაპა თბილისიდან რუსთავში ჩამოიტანა და ამ გზით თვითმხილველების გამხიარულება სურდა.