ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის გზაზე

2021-02-22 20:27:41

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

როგორც “ინფო რუსთავის” გადამღები ჯგუფი ადგილიდან იუწყება, ფონიჭალაში 2 მსუბუქ ავტომობილს ხე დაეცა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის გამო ავტომაგისტრალზე საცობია წარმოქმნილი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და საწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

მაშველები საავტომობილო გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ. სავარაუდოდ, მძღოლებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება რამდენიმე წუთში მიეცემათ.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI