ქართველებმა რამდენიმე მილიონი მოიპარეს [video]

2021-02-10 00:49:31

პოლონეთში ქართველებმა 3 მილიონი პოლონური ზლოტი, დაახლოებით 2 800 000 ლარი, მოიპარეს. [ვიდეო/video]

პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ლოძის ცენტრში ერთ-ერთი ქსელური მაღაზიიდან ინკასატორს ჩემოდნით თანხა გამოჰქონდა, რა დროსაც მას 2 ქართველი მამაკაცი თავს დაესხა.

ინკასატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ჩემოდნებით ფული გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

რამდენიმე კვირიანი საგამოძიებო მოქმედების შედეგად, სამართალდამცავებმა ერთ-ერთი ქართველის, 27 წლის კაცის, დაკავება მოახერხა, თუმცა ამ დრომდე იძებნება 37 წლის ბესიკ შენგელია.

დაკავებულ ახალგაზრდა ქართველს ბრალი წარედგინა და მას 12 წლით თავისუდლების აღკვეთა მიესაჯა.

პოლონურმა მედიამ ყაჩაღობის ამსახველი ვიდეო-კადრები გაავრცელა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI