რუსთავში კოვიდ19-ით 3 პაციენტი გარდაიცვალა

2021-01-14 10:58:42

რუსთავში კორონავირუსულ ინფექციას კიდევ 3 ადამიანი ემსხვერპლა.

სამივე მათგანი მკურნალობის კურსს ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადიოდა.

როგორც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა, პაპუნა ბახტაძემ, "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, გარდაცვლილებს შორის ორი 74 და 80 წლის მამაკაცია, ერთი კი 86 წლის ქალი.

გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც, ბოლო 24 საათში კორონავირუსის კიდევ 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა მათგანი N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა. ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას, თქმით, დღის განმავლობაში ანტიგენზე დამზადებული სწრაფი ტესტი 100 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 15 ინფიცირებული აღმოჩნდა. ერთი შემთხვევა კი PCR ტესტირებით გამოვლინდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები