დაძაბულობა ამერიკაში [photo]

2021-01-07 02:09:32

დაძაბულობაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. [ვიდეო/video]

ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობასთან ტრამპის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

კაპიტოლიუმის შენობასთან შეკრებილების ნაწილმა პოლიციის ბარიკადები გაარღვია და შენობაში შეიჭრა. შენობაში კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, სადაც სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.

CNN-ის ინფორმაციით, პროტესტანტების შეჭრის შემდეგ შენობაში დაიჭრა ქალი. ასევე მათი ცნობით, სამართალდამცავებმა კაპიტოლიუმში 2 ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუნებელყოფეს.

არეულობის გამო კაპიტოლიუმთან თავდაცვის დეპარტამენტმა დედაქალაქის ეროვნული გვარდიის სრული მობილიზება გამოაცხადა.

ევაკუირება მოხდა კონგრესმენებისა და იქ მომუშავე პერსონალის. მედიაში გავრცელდა ფოტო, სადაც ასახულია, რომ ერთ-ერთი პირი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის კაბინეტში შეიჭრა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ჯო ბაიდენმა მოიპოვა, დონალდ ტრამპი ხშირად აცხადებს, რომ მას დემოკრატებმა არჩევნები მოპარეს და გაუყალბეს, რის გამოც მხარდამჭერებს ხშირად მოუწოდებდა, რომ მათი ხმის დასაცავად ებრძოლათ.

 


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები