რუსთავში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა [video]

2020-12-20 23:45:19

რუსთავში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით სააკაძის ქუჩაზე, მცირე ზომის სახლში ცეხცხლი გაჩნდა.

ხანძრის დროს 42 წლის ქალი შენობაში იმყოფებოდა და მან გარეთ გამოსვლა ვერ მოახერხა. შენობიდან რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა მისი 45 წლის ქმარი, ის ხანძარს უვნებლად გადაურჩა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ შენობაში ქალის დამწვარი ცხედარი ნახეს.

ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია.



RUSTAVI