იგეგმება თუ არა დამატებითი შეზღუდვები

2020-11-10 14:47:27

საქართველოს მთავრობა დამატებითი შეზღუდვების შემოღებაზე იმსჯელებს. ამის შესახებ  საქართველოს მთავრობამ განცხადება გაავრცელა.

"საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამატებით იმსჯელებს წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შენელებას უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფს",- ნათქვამია განცხადებაში.

მათი განცხადებით იქნება წერტილოვანი შეზღუდვები და  სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ 7 დიდ ქალაქში, რუსთავში, თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე როგორც საავტომობილი, ასევე საფეხმავლო გადაადგილება იკრძალება.

დარღვევის შემთხვევაში პირს ჯარიმა დაეკისრება.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები