ქვიშის რაგბი რუსთავში

2020-09-20 12:57:07

რუსთავში კალათბურთის დარბაზის გვერდზე ქვიშის რაგბის მოედანი მოეწყობა.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ რუსთავში "ქიმიკოსთა სპორტკომპლექსში" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

"ბოლო წლების განმავლობაში ტრენდი გახდა ქვიშის სპორტის განვითარება. შეიქმნა ქვიშის სახეობათა ოლიმპიური კომიტეტი და ჩატარდა პირველი ოლიმპიური თამაშები ქვიშის სახეობებში. ჩვენც მხარს ვუჭერთ სპორტის ამ სახეობებს. ჩვენ გვყავს, ოლიმპიური ჩემპიონები, მოჭიდავეები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რუსთავში კალათბურთის დარბაზის გვერდზე გაკეთდეს ქვიშის სივრცე, სადაც შესაძლებლობა ექნება, როგორც ქვიშის ფრენბურთს, ქვიშის ხელბურთს, ქვიშის რაგბს, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა სპორტის ამ მიმართულებაშიც იყოს ჩართული"-, განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები