კოვიდ19-ის შემთხვევები რუსთავის საწარმოში

2020-10-16 19:23:20

რუსთავის "აზოტში" კორონავირუსული ინფექციის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც "ინფო რუსთავს" საწარმოს ხელმძღვანელმა ლევან ბურდილაძემ განუცხადა, 2-ვე ინფიცირებული ერთი საამქროს თანამშრომელია.

ბურდილაძის განცხადებით, საწარმოდან თვითიზოლაციაში 145 თანამშრომელი გადავიდა, რომლებსაც ინფიცირებულებთან პირდაპირი და ირიბი კონტაქტი ჰქონდათ.

საწარმოს ხელმძღვანელის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჯერჯერობით არ აღენიშნებათ. მისივე ინფორმაციით, კოვდინფიცირებულ მუშებს დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ და მკურნალობას თბილისში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადიან.