რუსთავში ავარია მსხვერპლით დასრულდა [video]

2020-09-28 23:56:40

რუსთავში ავარია მსხვერპლით დასრულდა [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.

თვითმხილველის თქმით გოგონა ძაღლს ასეირნებდა და ის გზაზე გადადიოდა რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი არასრულწლოვანია. 

რუსთაველის ქუჩაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.