ფიქსირდება თუ არა კორონავირუსის ახალი შემთხვევა რუსთავში

2020-09-16 11:14:08

რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრიდან მიაწოდეს.

საინფორმაციო სააგენტო დაინტერესდა, რამდენი ადამიანის ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი რუსთავის ცხელების ზონიდან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ლაბორატორიულ კვლევებზე. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, პაპუნა ბახტაძის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში, ცხელების ზონიდან ლაბორატორიაში 8 საკვლევი მასალა გაგზავნეს. ბახტაძის ინფორმაციით, 8-ვეს ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს კვლევაზე დამატებით 2 პირისა და საავადმყოფოში დასაქმებული 35 მედპერსონალის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნება, პასუხები კი ხვალ იქნება ცნობილი.

RUSTAVI