"მივმართავ ყველა გოგოს, ძალიან იფრთხილეთ"

2020-09-14 00:37:11

"ინფო რუსთავი"-ს ფეისბუქ ჯგუფში ერთერთი მომხმარებელი წერს, რომ მეგობრობის გამზირზე მას უცნობი მამაკაცი აედევნა და მას შემდეგ მიატოვა, როდესაც ქალი პოლიციაში დარეკვით დაემუქრა.

"მივმართავ ყველა გოგოს, ძალიან იფრთხილეთ. დადის ქუჩაში დაბალი მსუქანი ბიჭი, რომელიც დაგვედევნა გოგოებს, ეს უკვე მეორედ. ან მაგის პატრონმა იღონოს რამე ან პასუხს არაფერზე ვაგებთ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ჩვენს გარდა კიდევ ორ გოგოს დაედევნა. როგორც შევამჩნიეთ ფსიქიკური აშლილობა აქვს და ძალიან საშიშია", - წერს "ინფო რუსთავი"-ს ფეისბუქ ჯგუფში ერთერთი მომხმარებელი.

"ინფო რუსთავმა" გაარკვია, რომ მამაკაცს სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები აქვს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მამაკაცი აგრესიული არ არის, თუმცა მიუხედავად ამისა მათ ნაწილს თვალთვალისა და ადევნების მაინც ეშინიათ. ქალები, რომლებსაც აღნიშნული მამაკაცი აედევნა, შესაბამისი სამსახურების მხრიდან დროულ რეაგირებას ითხოვენ.

RUSTAVI