კანადის მთავარი ექიმი: სექსის დროს პირბადე გაიკეთეთ

2020-09-04 11:24:04

გაიკეთეთ პირბადე სექსის დროს, – ამის შესახებ კანადის მთავარმა ექიმმა, ტერეზა ტამიმ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კანადის მთავარი ექიმი საზოგადოებას მოუწოდებს კოცნისგან თავი შეიკავონ და სექსის დროს, კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით, პირბადე გამოიყენონ.

მისი თქმით, კორონავირუსის გადაცემის რისკი სპერმიდან და ვაგინალური სითხიდან მცირეა, თუმცა, ახალ პარტნიორებთან სექსუალურმა კონტაქტმა, განსაკუთრებით კი კოცნამ, შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირების რისკი გაზარდოს.

RUSTAVI