რუსთავში მონუმენტური ძეგლებისა და მემორიალების მორეცხვა-დაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ,,რუსთავსერვის ცენტრი’’ ახორციელებს. [ვიდეო/video]
სპეცტექნიკის გამოყენებით, დღეს, გმირთა მემორიალი დასუფთავდა.
"რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელის, გიორგი გოროზიას ინფორმაციით, ქალაქში არსებული სკულპტურები აღნიშნული სამსახურის მოვლა-პატრონობის ქვეშაა და მათი დასუფთავების სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები სისტემატიურად ახორციელებენ.