ახალი საგზაო ნიშნები რუსთავში

2020-06-30 00:33:08

რუსთავში ახალი საგზაო ნიშნები გამოჩნდა.

კერძოდ, მეგობრობის გამზირზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიჩქარის მაკონტროლებელი კამერა დაამონტაჟეს.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ანალოგიური, სექციური კამერა შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეც დამონტაჟდება.

სწორედ აღნიშნულ მონაკვეთზე მოხდება იმ ავტომობილების სანომრე ნიშნების იდენტიფიცირება რომელიც დაწესებულ სიჩქარეს გადააჭარბებს.

RUSTAVI