ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე [video]

2020-06-02 00:02:05

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე. [ვიდეო/video]

ერთმანეთს "ნისანი"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და "კამაზი"-ს მარკის სატვირთო შეეჯახა, რომელსაც სამშენებლო მასალები გადაჰქონდა.

შეჯახების შედეგად სატვირთო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ავტომობილის ძარაზე დატვირთული სამშენებლო მასალები კი გზაზე მიმოიფანტა.

როგორც სატვირთოს მძღოლმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ის ნელა გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქმა გვერდიდან დაარტყა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.

სატვირთოს მძღოლი სასწრაფომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. რაც შეეხება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, მან ავარიის გამო სახის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო, თუმცა საავადმყოფოში მისი გადაყვანა საჭირო არ გახდა. მან ავტოსაგზაო შემთხვევაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI