რუსთავში ბიჭი ჭაობში ჩაიფლო

2020-05-27 00:05:16

რუსთავში ბიჭი ჭაობში ჩაიფლო.

შემთხვევა ალუბლების ქუჩის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის კალაპოტში მოხდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით არასრულწლოვანი მდინარეში აპირებდა შესვლას რა დროსაც ჭაობში ჩავარდა და გაიჭედა.

ბიჭი გადაადგილებას ვერ ახერხებდა და გარკვეული პერიოდი ჭაობში იყო.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

არასრულწლოვანი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, არსებული ინფორმაციით ბიჭი სტრესის ფონზე შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.




RUSTAVI