თურქეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

2020-05-19 21:44:29

საქალაქთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები თურქეთის რამდენიმე ქალაქში, 15 დღის განმავლობაში იმოქმედებს - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საქალაქთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები თურქეთის შემდეგ ქალაქებში იმოქმედებს: ანკარა, ბალიქესირი, ბურსა, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, სტამბოლი, იზმირი, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მანისა, საქარია, სამსუნი, ვანი და ზონგულდაქი. აღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

"შეზღუდვები კორონავირუსის შემდგომი გავრეცელების პრევენციის მიზნით, 19 მაისის 24 საათიდან 3 ივნისის 24 საათამდე გაგრძელდება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ანკარაში საქართველოს საელჩო, სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო და იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი გააგრძელებენ მუშაობას, თურქეთის 4 ქალაქიდან (ანკარა, სტამბოლი, ანტალია, იზმირი) საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით", - წერია განცხადებაში.

RUSTAVI