საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო, დროზე ადრე იხურება საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტები. ასევე, მთავრობა რეკომენდაციას აძლევს ბარ-რესტორნებს, შეზღუდონ მომსახურება და ე.წ გატანის სერვისებზე იმუშაონ.
"რეკომენდაციას ვაძლევთ კაფეებს, რესტორნებს და ბარებს, რომ შეზღუდონ მომსახურების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან.
მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციონირება ე.წ გატანის სერვისებისთვის, თუმცა, ჩვენი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კობტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან" - განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვარი ორი კვირით ჩაიკეტოს.
საქართველოში კორონავირუსი 33 ადამიანს აქვს დადასტურებული.