"ბიჭი წაიყვანეს გოგო მოიყვანეს" [photo]

2019-11-15 21:41:55

რუსთავში, კოსტავას გამზირზე კიდევ ერთი სკულპტურა გამოჩნდა.

გოგონა რომელიც მორცხვობს და გულის ფორმის ბუშტს ეფარება სწორედ იმ ადგილის საპირისპირო მხარეს გამოჩნდა სადაც მისი მსგავსი ბიჭუნა იდგა.

ბიჭუნა კი უკვე გაიზარდა, მან 2 წელი დაჰყო კოსტავას გამზირზე. ააიპ რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა სკულპტურას დემონტაჟი გაუკეთეს, მას შეაკეთებენ და უკან მალევე დააბრუნებენ.

პატარა ბიუნას სკულპტურამ საკუთარ თავზე ბევრი დარტმა მიიღო, რამდენჯერმე დააზიანეს, გააფერადეს და მისი მოხსნაც კი სცადეს.

ბიჭუნას უკან დაბრუნებისთვის ყველაზე მთავარი მიზეზი აქვს, მას მისი მეწყვილე, გოგონა ელოდება.