ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ერთმანეთს "ფოლქცვაგენისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.
ავარიის დროს დაშავდა "ფოლქცვაგენის" ავტომობილში მყოფი ქალი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა პაციენტის გადაყვანა ცენტრალურ საავადმყოფოში მოახერხა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.