ქალებს ქვეყანა დაატოვებინეს

2019-11-07 11:47:24

თურქეთში, არდაჰანის პროვინციაში, საქართველოს 4 მოქალაქე, პროსტიტუციის ფაქტზე დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, თურქეთის უსაფრთხოების დეპარტამენტმა, საოპერაციო სამუშაოები სხვადასხვა დაწესებულებაში გაატარა.

თურქეთის პოლიციამ პროსტიტუციაში ჩაბმული 9 ქალი დააკავა, აზერბაიჯანის 5 და საქართველოს 4 მოქალაქე.

საოპერაციო სამუშაოების შემდეგ ქალები დაარეპორტეს და ქვეყანა დაატოვებინეს.