ავარიას 3 რუსთაველი ემსხვერპლა [photo]

2019-10-15 00:33:43

წნორისა და ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 რუსთაველი მამაკაცი დაიღუპა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევას ძმების, 43 წლის კახა და 45 წლის კობა თინიკაშვილების სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედაგად ასევე დაიღუპა ძმების მეგობარი და კობა თინიკაშვილის თანაკლასელი ალიკა სირანაშვილი.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, გარდაცვლილები ერთმანეთის მეზობლად, ჭყონდიდელის დასახლებაში ცხოვრობდნენ.

ამ დრომდე კლინიკაში რჩება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი, ერთ-ერთი გარდაცვლილის, კობა თინიკაშვილის შვილი გიორგი თინიკაშვილი, რომელიც "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილს მართავდა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წნორისა და ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ჰერეთისკართან. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაღუპულია სამი, დაშავებული კი 2 ადამიანი.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები