ორიგინალური "არტი" რუსთავში [photo]

2019-09-14 21:56:05

რუსთავში, კოსტავას გამზირზე, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის ფასადზე პირბადიანი წყვილი "გამოისახა".

ერთი შეხედვით უწყინარი ნახატი გვამცნობს რომ ქალაქში სუნთქვა ჭირს და სწორედ ამიტომ წყვილი ერთმანეთს პირბადით კოცნის.

აქტუალურ თემას და რუსთაველების ერთერთ მთავარ პრობლემას გიორგი გაგოშიძე ამ ფორმით გამოეხმაურა.

"რუსთავის მოსახლეობისთვის უდიდესი პრობლემაა ჰაერის დაბინძურება. ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ქარხნებია, რომლებიც არ იცავენ სტანდარტებს. საქმე საქმეზე, რომ მიდგება დარღვევებზე მიზერულ ჯარიმებს უწერენ", - აცხადებს მხატვარი გიორგი გაგოშიძე.

RUSTAVI