"კორონა მიდის ჩვენგან"

2021-02-21 15:52:28

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო 7 დღეში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი იკლებს.

„ბოლო პერიოდში 7 დღის საშუალო მაჩვენებლით ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აზიაში, აფრიკაში და ავსტრალიაში კოვიდის გავრცელება ქვემოთ ჩამოდის იმედია კორონა მიდის ჩვენგან და მალე (წლის ბოლოდან) ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება,“ – წერს კულუმბეგოვი.