ჯანმოს ახალი კვლევა

2020-05-11 23:30:22

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწვეულმა სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მწეველები კორონავირუსით უფრო ადვილად ინფიცირდებიან, ვიდრე არამწეველები.

ჯანმოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბარია, რომ COVID19 ინფექციური დაავადებაა და პირველ რიგში ადამიანის ფილტვებს უტევს.

მწეველის ფილტვები კი დაზიანებულია, რა დროსაც ორგანიზმს უჭირს ვირუსთან გამკლავება.

თამბაქოს  გამოყენება ისეთ დაავადებებსაც იწვევს, როგორებიცაა: გულ-სისხლძარღვთა დაავადება, კიბო, რესპირატორული დაავადებები, დიაბეტი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ჩნდება მეტი რისკი თანმხლები დაავადებებისა, რომლის დროსაც კორონავირუსით ინფიცირებულებს დაავადება უფრო რთულად გადააქვთ.

ჯანმოს ინფორმაციით, ყოველ წელს მსოფლიოში თამბაქოს გამო 8 მილიონზე მეტი ადამიანი კვდება.

მათგან 7 მილიონზე მეტი უშუალოდ მისი მომხმარებელია, ხოლო 1,2 მილიონამდე ადამიანი პასიური მწეველია, იგივე მეორეული მწეველი, ანუ ადამიანები, რომლებიც არ მოიხმარენ თამბაქოს მაგრამ შეისუნთქავენ თამბაქოს მომხმარებლის მიერ ამოსუნთქულ კვამლს.

RUSTAVI