როგორია ავარიის დროს დაშავებულების მდგომარეობა

2019-05-15 12:11:07

გუშინ რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მამაკაცი დაშავდა.

ხუთივე დაშავებული კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს. "ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს რომ 3 დაშავებული გვიან ღამით რეანომობილით თბილისში, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს და ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რუსთავის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას ერთი პაციენტი გადის, მას თავის ტვინის შერყევა აქვს. ერთი დაშავებული კი კლინიკაში შეყვანიდან მალევე გაწერეს.

ნახეთ ავარიის ამსახველი ვიდეო.