15 მაისს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-05-15 00:12:01

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

როგორც ინფო რუსთავს კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 14:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში კოსტავას, მშენებელთა, ნიკოლაძის და მიმდებარე ქუჩებზე. 16:00-დან 17:00 საათამდე  - ფალიაშვილის, ლომოურის, მშენებელთა ქუჩებზე, მე-11, მე-7, მე-6 მიკრორაიონებში.

14:00-დან 18:00 საათამდე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, გამარჯვება.

13:00-დან 16:00 საათამდე - გარდაბანში აღმაშენებლის ქუჩაზე.

11:00-დან 19:00 საათამდე  - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში თამარისი, ქვედა არქევანი, ცურტავი, არქევანი, ნახიდური და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 17:00 საათამდე  - აბონენტებს ბოლნისში აღმაშენებელის, სულხან საბას, წმინდა ნინოს, სიონის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში რატევანი, ჭაპალა, აკაურთა, რაჭისუბანი და მიმდებარე სოფლებში.

11:30-დან 19:00 საათამდე  - აბონენტებს დმანისში 9 აპრილის, კოსტავას, ჩოლოყაშვილის, გამარჯვების და მიმდებარე ქუჩებზე

11:00-დან 19:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში წერაქვი, სიონი, ახკულა, ჯანხოში და მიმდებარე სოფლებში. 15:00-დან 17:00 საათამდე - სოფლებშ კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ახლომახმუდლო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.