"წარმატებული ქალები, წარმატებული რუსთავისთვის" [photo]

2019-05-14 23:01:52

რუსთავის ისტორიული მუზეუმის ეზოში გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, ღონისძიება "წარმატებული ქალები, წარმატებული რუსთავისთვის" გაიმართა.

მიწვეულ სტუმრებს, რუსთავის ისტორიაში, ქალების როლის შესახებ მოკლე ექსკურსი ჩაუტარდათ. ღონისძიებაზე 50 სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი რუსთაველი ქალი იყო მიწვეული, მათ საზოგადოებას საკუთარი წარმატების ისტორიები გაუზიარეს.

"დღევანდელი ღონისძიება დავუკავშირეთ თამარობას, რომელიც ტრადიციულად აღინიშება საქართველოში. თამარ მეფე გენდერული თანასწორობის პირველ მაგალითად მოიაზრება საქართველოს ისტორიაში. გვინდოდა ქალბატონებისთვის გვეთქვა, რომ მოდით დედებო, ქალბატონებო, ერთად რუსთავისთვის გავაკეთოთ ბევრი კარგი საქმე. შევქმენით სასიამოვნო გარემო მათთვის, რომ ეს არ ყოფილიყო მხოლოდ ოფიციალური შეხვედრა და ვფიქრობ, რომ ერთი ლამაზი საღამო გამოვიდა", - განაცხადა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ქავთარაძემ.

ქალებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.