ნათია თურნავა: მიმდინარებს შემოწმების პროცესი [video]

2019-05-15 00:01:22

რუსთავში, უკვე რამდენიმე თვეა მოსახლეობა, საწარმო "ჯეოსთილის" გამონაბოლქვს აპროტესტებს. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" კითხვას, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმება და როგორ მოგვარდება არსებული პრობლემა? - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უპასუხა.

მინისტრის თქმით, მთავრობა ძალიან ოპერატიულად გამოეხმაურა რუსთაველების წუხილს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს.

"ჯეოსთილის" დირექტორმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, რომ სავარაუდოდ ისინი ერთადერთნი არიან, ვისაც გააჩნია გამონაბოლქვის მაკონტროლებელი სისტემა რუსთავში და რომ გაოცებულია მოსახლეობის შენიშვნებით.

ნახეთ რა ხდება ჯეოსტილის საწარმოში, რა მდგომარეობაა საწარმოო პროცესის დროს, კადრები რომელიც აქამდე არ გინახავთ. საწარმოოს ხელმძღვანელობა მინისტრის ჩამოსვლამდე ეცადა ქარხანა მოეწესრიგებინა, თუმცა ეს ვერ შეძლო. ვიდეოში ნახავთ მინისტრის პოზიციას და "ჯეოსტილის" ხელმძღვანელის პასუხს.