სანიაღვრე სისტემის მოწყობა [photo]

2019-05-14 09:39:43

რუსთავში, თბილისის ქუჩაზე ღიაცხაურებიანი სანიაღვრე სისტემა კეთდება. სანიაღვრე სისტემის კეთილმოწყობის შემდეგ თავიდან იქნება არიდებული ფალიაშვილის ქუჩის დატბორვისგან.

„ღიაცხაურებიანი არხით ძალიან დიდ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქალაქისთვის. 350 მეტრზე მოეწყობა 500-იანი მილი, რომელიც დატბორვას აარიდებს თავიდან ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას"- განაცხადა „რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ.

სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „bmb", პროექტისთვის გამოყოფილია 88 000 ლარი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ თვეში დასრულდება.