რუსთავში რესტორანი გაქურდეს [video]

2019-05-13 23:02:39

რუსთავში რესტორანი გაქურდეს. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რესტორან "შანხაიდან" ალკოჰოლური სასმელები მოიპარეს.

რესტორნის უცხოელმა მეპატრონემ შეამჩნია რომ კარების ბოქლომი გატეხილი იყო და 112-ში დარეკა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია.

მომხდარზე გამოძიება სსკ 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.