რუსთავში მამაკაცი დააკავეს [video]

2019-05-13 22:43:41

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ლ.ი. დააკავეს. [ვიდეო/video]

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ლ.ი. რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციელებს და ადგილიდან მიმალვა სცადა. სამართალდამცველებმა იგი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ ლ.ი.-ს დაკავებისას მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.