აქცია რუსთავში 33 ბაღთან [video]

2019-05-13 22:23:35

აქცია რუსთავში 33 ბაღთან. [ვიდეო/video]

მოსახლეობა, ბაღის აღსაზრდელების მშობლები და აღმზრდელები ბაღის ეზოს გაყიდვას აპროტესტებენ.

არსებული ინფორმაციით ბაღის ეზოს დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია. მიწა წლების წინ გაიყიდა და ის სასულიერო პირმა ეკლესიის აშენების მიზნით იყიდა.

მიწის გასხვისების შესახებ მოსახლეობამ 1 თვის წინ შეიტყო.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ რომ ბაღს მიწა დაუბრუნდეს და ბავშვებმა ეზო არ დაკარგონ. ადგილზე მივიდა ოლქის მაჟორიტარი ზვიად დოლიძე.

ვიდეოში ნახეთ აღმზრდელის, აღსაზრდელის მშობლის და საკრრებულოს წევრის კომენტარი.