ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალი

2019-05-13 16:32:02

რუსთავში, სკოლა "მზეკაბანში" ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალის "სხვა საქართველო სად არის"  ფარგლებში რუსთაველ ახალგაზრდებს ცნობილმა ქართველი მომღერალმა და მუსიკათმცოდნე თამრიკო ჭოხონელიძემ, პროექტის დირექტორ მაია ჯამალაშვილთან ერთად  მასტერკლასი ჩაუტარა.

პროექტის მიზანი ქართული ტრადიციული სასიმღერო კულტურის პოპულარიზაცია და მისი შესწავლაა როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური შემსრულებლებისთვის.

ფესტივალი ქართული სიმღერის პოპულარიზაციას როგორც ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში ისახავს მიზნად.

აღნიშნული პროექტის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და უკვე არსებობის მე-4 წელს ითვლის.