მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-05-13 15:57:33

14 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, უმეტესად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლოა სეტყვა.

15-18 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 15-18 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 13-14 მაისს ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 15-18 მაისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 14 მაისი +27°C, 15 მაისი +29°C, 16 მაისი +30°C, 17 მაისი +31°C.