რუსთავის "ხარები" ვიცე-ჩემპიონია [photo]

2019-05-13 12:39:51

რუსთავის "ხარები" ვიცე-ჩემპიონია.

გუშინ , ბათუმის რაგბის სტადიონზე გამართულ 2019 წლის საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრში ერთმანეთს რეგულარული გათამაშების ლიდერები - "ბათუმი" და რუსთავის "ხარები" დაუპირისპირდნენ.

დაძაბული ბრძოლა ანგარიშით  36:11 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის გუნდმა გამარჯვება ვერ მოიპოვა,  "ხარებისთვის" სეზონი წარმატებული გამოდგა, 26 წლის შემდეგ პირველად, რუსთაველი მორაგბეები ფინალში მოხვდნენ.

რუსთაველები ჩემპიონები ერთადერთხელ, 26 წლის წინ, 1993 წელს გახდნენ. მაშინ გამარჯვებული რეგულარული გათამაშების შედეგად ირკვეოდა და გუნდიც ‘რუსთავის’ სახელით თამაშობდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ რუსთავის "ხარების" 14 წლამდელ მორაგბეთა გუნდი საქართველოს ორგზის ჩემპიონი გახდა.

ხვამლი არენაზე 12 კაცა რაგბში გამართულ  საქართველოს ჩემპიონატში რუსთაველმა მორაგბეებმა აკადემიელები 7:5 დაამარცხეს და პირველობა ამჯერადაც არავის დაუთმეს.

შეგახსენებთ , რომ რუსთავის "ხარების" 14 წლამდელთა გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული გასულ წელსაც მოიპოვა.