"Yellow Dog" 2019 [photo]

2019-05-12 15:30:17

რუსთავში, ფოლადის დარბაზში საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ორგანიზებით, ჯიშიანი ძარლების ეროვნული გამოფენა გაიმართა.

გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად სულ 400 ძაღლი იყო დარეგისტრირებული.

"აქ არიან ძაღლები, რომლებიც არიან საერთაშორისო ორგანიზაციის სისტემაში. რუსთავის კლუბიც ამ სისტემაშია მოქცეული. რუსთავის მერიამ მხარი დაგვიჭირა და სრულიად უფასოდ გამოგვიყო ეს სივრცე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად დაგვიჭერენ მხარს რომ მოვახდინოთ ძაღლებისა და მათ მიმართ სიყვარულის პოპილარიზაცია"- განაცხადა გამოფენის ორგანიზატორმა ოლგა დოხნაძემ

გამოფენაზე წარმოდგენილ ძახლებს შორის, თითოეულ სახეობაში თითო საუკეთესო ძაღლი შეირჩა, რომლებმაც სხვადასხვა ნომინაციები მიიღეს.

"გამოფენა და კონკურსები მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ ჯიშების საუკეთესო წარმომადგენლები გამოიყვანონ მფლობელებმა. წარადგინონ რინგებე და შეამოწმონ, მიეცეთ საშუალება საუკეთესო ძაღლებს გამრავლებისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ეს ყველაფერი. გამოფენები გაზაფხხულზე იწყება და ზაფხულამდე გრძელდება"- განაცხადა კინოლოგმა ზურაბ შენგელიამ

გამოფენა რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.